ავტორი:

"ნებისმიერი დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი, ნამდვილად მიუკერძოებელი სასამართლო" - კელი დეგნანი

"ნებისმიერი დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი, ნამდვილად მიუკერძოებელი სასამართლო" - კელი დეგნანი

ამის შეფასებას ევროპული კომისია გააკეთებს - ასე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრებად ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვირტიშვილის არჩევას.

ელჩის განცხადებით, ნებისმიერი დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი, ნამდვილად მიუკერძოებელი სასამართლო.

"როგორც თქვენ აღნიშნეთ, მართლმსაჯულების რეფორმა არის ევროკავშირის 12 რეკომენდაციათაგან ერთ-ერთი. ის არ არის მხოლოდ 12 რეკომენდაციის სიაში, ამაზე საუბარია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაშიც და ეს ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა. ნებმისმერი დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი, ნამდვილად მიუკერძოებელი სასამართლო, რათა დაიცვას დემოკრატია. სასამართლო რეფორმაში პროცესი უნდა იყოს ფართო, ინკლუზიური და მასში უნდა მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ოპოზიცია, დაინტერესებული მხარეებიც, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ აქვთ ინტერესი ამ სფეროში, არამედ იმიტომ, რომ მათ აქვთ ძალიან კარგი იდეები და მოსაზრებები თუ როგორ გააუმჯობესონ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა. საქართველოს რეგიონებში მოგზაურობისას, პრივილეგია მქონდა შევხვედროდი რეგიონული სასამართლოების მოსამართლეებს და შემეტყო იმ ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე, რასაც ისინი აკეთებენ.

შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი მოსამართლეა, რომლებიც არიან ერთგული და თავისი საქმის პროფესიონალები. მე ვიმედოვნებ, რომ მართლმსაჯულების რეფორმა გადაჭრის რეალურ გამოწვევებს რაც დგას სასამართლოს წინაშე. მაგალითად, ზოგიერთ სასამართლოში არის ბევრი დაგროვილი საქმე, ზოგან არის მოსამართლეების ნაკლებობა და რაც მთავარია, მოქალაქეებმა უნდა მიიღონ სათანადო მხარდაჭერა მართლმსაჯულების კუთხით“, - განაცხადა დეგნანმა.