ავტორი:

უხვი ნალექი ბათუმში - დაიტბორა ზოგიერთი დასახლება

უხვი ნალექი ბათუმში - დაიტბორა ზოგიერთი დასახლება

ბათუმში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. დაიტბორა ბარცხანისა და თამარის დასახლების გარკვეული მონაკვეთი.

როგორც ბათუმის წყალში აცხადებენ, სანიაღვრე ჭების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

“ამ დროისთვის ბათუმში ჭების გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს, მძიმე ტექნიკა კი ზღვაში გამსვლელ არხებს ინტენსიურად წმენდს.

შპს "ბათუმის წყლის” თანამშრომლები ქალაქის მასშტაბით არიან მობილიზებული და ჭების გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ”, - აღნიშნეს უწყებაში