ავტორი:

ოსტეოპოროზის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია ფარმაცევტული კომპანია "არტფარმას“ და სააფთიაქო ქსელი "ფარმსახლის“ მხარდაჭერით გაიმართა

ოსტეოპოროზის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია ფარმაცევტული კომპანია "არტფარმას“ და სააფთიაქო ქსელი "ფარმსახლის“ მხარდაჭერით გაიმართა

სამედიცინო საზოგადოება ოსტეოპოროზის მართვის უახლეს რეკომენდაციებს გაეცნო

20 ოქტომბერს, ოსტეოპოროზის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, „ოსტეოპოროზის ეროვნული ასოციაციის“ ინიცირებით, ფარმაცევტული კომპანია „არტფარმასა“ და სააფთიაქო ქსელი „ფარმსახლის“ მხარდაჭერით სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, სახელწოდებით „ნაცნობი წარსული-იმედებით სავსე მომავალი“. ღონისძიების მიზანს სამედიცინო საზოგადოებისთვის დაავადების პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესახებ უახლესი რეკომენდაციების გაცნობა-გაზიარება წარმოადგენდა.

„მოხარულები ვართ, რომ ოსტეოპოროზის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ფარმაცევტული კომპანია „არტფარმას“ და სააფთიაქო ქსელი „ფარმსახლის“ თანადგომით გაიმართა. პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე, მთელ მსოფლიოში ყოველდღიურად ახლდება მკურნალობის სქემა და ხდება ახალი სტანდარტების შემუშავება. ჩვენ თვალს ვადევნებთ ამ მიმართულებით უახლეს კვლევებსა და რეკომენდაციებს და ვცდილობთ, ჩვენს ქვეყანაშიც დავნეგროთ დასავლური სტანდარტები. სწორედ ამას ემსახურება სამედიცინო კონფერენციაც, რომ გავზარდოთ ინფორმირებულობა მიზნობრივ ჯგუფებში და შევთავაზოთ საქართველოს მოსახლეობას ინოვაციური პრეპარატებით ოსტეოპოროზის და მასთან დაკავშირებული დაავადებების პრევენცია, დროული დიაგნოსტიკა და მართვა“, - აღნიშნა კომპანია „არტფარმას“ დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ლიკა ლობჟანიძემ.

კონფერენციას ესწრებოდნენ ენდოკრინოლოგები, რევმატოლოგები, ტრავმატოლოგები, გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგები და ოჯახის ექიმები მთელი საქართველოდან, რომლებმაც სიახლეები სხვადასხვა სამედიცინო დარგის წამყვანი სპეციალისტისგან მოისმინეს.

„ჩვენ დღეს არაფრით ჩამოვრჩებით განვითარებულ ქვეყნებს, იმ მხრივ, რომ პრაქტიკულად ყველა შესაძლებლობა გვაქვს ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თვალსაზრისით“, - დამსწრე საზოგადოებას მიმართა საქართველოს ოსტეოპოროზის ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა, ლალი კილასონიამ.

ოსტეოპოროზი მთელ მსოფლიოში ძალიან გავრცელებული დაავადებაა და საყურადღებოა, რადგან მიმდინარეობს უსიმპტომოდ და იწვევს მოტეხილობების განვითარებას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 50 წლის ასაკის ზევით, ყოველი მე-3 ქალი და მე-5 მამაკაცი, დაავადებულია ოსტეოპოროზით. დაავადებით გამოწვეული მოტეხილობები ხშირად ინვალიდობასა და სიცოცხლისათვის საშიშ გართულებებს იწვევს.

„დაავადების დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა მნიშვნელოვნად ამცირებს მოტეხილობების რისკს. ასეთი ტიპის კონფერენციები გვეხმარება, გავუზიაროთ ერთმანეთს პრაქტიკული გამოცდილება და გავეცნოთ ახალ სახელმძღვანელოებს, თუ რა არის მომავლის პრეპარატები და რაზე იქნება მიმართული ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და მართვა“, - გვითხრა მეტაბოლურ დარღვევათა საქართველოს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, მარინა ცაგარელმა.

„ბოლო პერიოდში, წინა პლანზეა მამაკაცთა ოსტეოპოროზი, ანუ მამრობითი სქესის ადამიანებში აღნიშნული პათოლოგიების გავრცელება. შესაბამისად, კონფერენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მამაკაცებში დაავადების ადრეულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას დაეთმო“, - ხაზი გაუსვა ენდოკრინოლოგმა და ანდროლოგმა, შოთა ჯანჯღავამ.

„დაავადება არის ძალიან ვერაგი, თუმცა მის შესახებ ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის. ახასიათებს უამრავი ჩივილი, რომელსაც ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა პათოლოგიებს უკავშირებენ. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ღონისძიებების ჩატარება, რათა საზოგადოებამ მეტი ინფორმაცია მიიღოს დაავადების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს ოსტეოპოროზის შემდგომი გართულებების თავიდან აცილებას“, - ადრეულ დიაგნოსტიკაზე ყურადღება გაამახვილა ენდოკრინოლოგმა, ლაშა უჩავამ.

აღსანიშნავია, რომ ფარმაცევტული კომპანია „არტფარმა“ მუდმივად ახორციელებს სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო კამპანიას დაავადებების პრევენციის მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ამავდროულად საქართველოში ხელმისაწვდომს ხდის ინოვაციურ, ევროპულ, მაღალი ხარისხის მედიკამენტებსა და საკვებ დანამატებს, რომელთაც გააჩნიათ მაღალი თერაპიული ეფექტიანობა და შეუძლიათ პაციენტების ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება. „არტფარმა“ ევროპასა და ამერიკაში წამყვანი მწარმოებლების იმპორტიორია და მის პორტფოლიოში ძვალ-სახსროვანი სისტემის ჯანმრთელობისთვის, მათ შორის ოსტეოპოროზის საპრევენციო და სამკურნალო პრეპარატების ფართო სპექტრია წარმოდგენილი.

R