ავტორი:

"ქართულმა ოცნებამ“ ისე შეაჩვია ენა და ისე შეულაზღანდარდა აშშ-ს და ევროკავშირს, იქიდან რომ რეაქცია წამოვიდოდა, მოსალოდნელი იყო" - ალეკო ელისაშვილი

"ქართულმა ოცნებამ“ ისე შეაჩვია ენა და ისე შეულაზღანდარდა აშშ-ს და ევროკავშირს, იქიდან რომ რეაქცია წამოვიდოდა, მოსალოდნელი იყო" - ალეკო ელისაშვილი

ისე შეაჩვიეს ენა და ისე შეულაზღანდარდნენ ამერიკის მთავრობასა და ევროკავშირს, რომ ფაქტია, იქიდან რეაქცია წამოვიდოდა - "ქართული ოცნება“ არათუ ცეცხლს ეთამაშებოდა, არამედ ცეცხლში ჰქონდა ხელები ჩაყოფილი, - ასე ეხმიანება "მოქალაქეების“ დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ნედ პრაისის განცხადებას.

მისი თქმით, "კბილები იმისთვის არსებობს, რომ არა მხოლოდ ჭამაში დაგეხმაროს, არამედ ხანდახან ენას დააჭირო“ და იმედს იტოვებს, რომ "ქართული ოცნება“ გონს მოვა.

"ნედ პრაისი, როგორც კერძო პირი თავის სათქმელს კი არ ლაპარაკობს, ის დეპარტამენტის სახელით, აშშ-ის მთავრობის სახელით და პირით საუბრობს. ეს განცხადება აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო. "ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ისე შეაჩვიეს ენა და ისე შეულაზღანდარდნენ ამერიკის მთავრობასა და ევროკავშირს, იქიდან რომ რეაქცია წამოვიდოდა, ფაქტია, ამას სულ ვამბობდი. მთელი ამ ხნის განმავლობაში "ქართული ოცნება“ არათუ ცეცხლს ეთამაშებოდა, არამედ ცეცხლში ჰქონდა ხელები ჩაყოფილი და ვერ ხვდებოდა, როგორ აზიანებდა ქართული სახელმწიფოს ინტერესებს, როცა ასეთი აგდებული და ლაზღანდარული ტონით ლაპარაკობდა აშშ-ის ელჩზე, აშშ-ზე, ევროკავშირზე. ჯერ ოთხკაციანი მოძრაობა გააკეთეს, შემდეგ ცხრაკაციანი გახდა, ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო და როგორც ჩანს, ეს ახლა გვიბრუნდება. როგორც ჩანს, ყელში ამოუვიდათ ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ხელისუფლების და მმართველი პარტიის წარმომადგენლების ეს გაუგებარი ტონი. იმედს დავიტოვებდი, რომ ნედ პრაისის ამ კრიტიკული განცხადების შემდეგ ქმედებები არ იყოს, რათა ქართული სახელმწიფო არ დაზიანდეს. ვისურვებდი, "ქართული ოცნება“ გონს ახლა მაინც მოეგოს - კბილები იმისთვის არსებობს, რომ არა მხოლოდ ჭამაში დაგეხმაროს, არამედ ხანდახან ენას დააჭირო და სისულელეები არ წამოროშო,“ - განაცხადა ელისაშვილმა.