ავტორი:

"ომის თამაშები" - რუსეთის საბავშვო ბაღში 4 წლის ბავშვებს სხვადასხვა იარაღი წარუდგინეს და აჩვენეს, როგორ უნდა ისროლონ (ფოტოები)

"ომის თამაშები" - რუსეთის საბავშვო ბაღში 4 წლის ბავშვებს სხვადასხვა იარაღი წარუდგინეს და აჩვენეს, როგორ უნდა ისროლონ (ფოტოები)

ვიდეომ, რომელიც კოროლიოვში, მოსკოვის მახლობლად მდებარე 31-ე ბაღშია გადაღებული, სოციალური ქსელის მომხმარებლები შეაშფოთა. ვიდეოში, უნიფორმაში გამოწყობილი რუსი სამხედრო ვეტერანი 4 წლის ბავშვებს ყუმბარებზე და სხვადასხვა საბრძოლო მასალასთან დაკავშირებით უტარებს გაკვეთილს.

ოფიცერი, რომელიც საბავშვო ბაღის მოსწავლეებს ლექციას უკითხავს, პაველ ფირსოვია. ის რუსული სამხედრო რაზმის, "მებრძოლთა საძმოს“ წევრია. ფოტოები და ვიდეოები, რომლებიც ომის გაკვეთილებს შეეხება, "ტელეგრამზე" ატვირთეს და მალევე "ტვიტერსაც" მოედო.

მას შემდეგ, რაც ბავშვები ფირსოვის გარშემო შეიკრიბნენ, მან იატაკზე მიმოფანტული იარაღის ჩვენება დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ფირსოვი მსგავს სწავლებას უფროსი ასაკის ბავშვებსაც უტარებს.

კადრების გავრცელების შემდეგ საზოგადოების ნაწილი ბავშვებში სამხედრო პროპაგანდის დანერგვის საშიშროებამ აღაშფოთა.

გაკვეთილის მიზანი "სამშობლოს ნამდვილი დამცველის გამორჩეული თვისებების დემონსტრირება“ იყო, განაცხადეს ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა.

ფირსოვმა ბავშვებს ასწავლა იარაღის დაჭერა, აღწერა შენიღბვის მეთოდები, აჩვენა სამხედრო ქურთუკი და სნაიპერის თავსაბურავი. The Times-ის ცნობით, ბავშვების მშობლებმა და მასწავლებლებმა ამ გაკვეთილის ჩატარების გეგმებზე წინასწარ არაფერი იცოდნენ. ოფიციალური პირების თქმით კი, იარაღი მხოლოდ საჩვენებლად იყო და მათი გასროლა შეუძლებელი იყო.

სოციალურ მედიაში რუსი მომხმარებლები საბავშვო ბაღში გადაღებულ ფოტოებს და ვიდეოებს სხვადასხვაგვარად აფასებენ: "სწორად გავიგე და მებრძოლმა მართლა მიიტანა საბავშვო ბაღში ავტომატი და სხვა სამხედრო იარაღი?!“ წერდა ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც მეორემ ასე უპასუხა: "ჯობია ისევ ბავშვებისთვის კეთილმოსურნე მებრძოლმა მიიტანოს იარაღი საბავშვო ბაღში და არა ტერორისტმა.“

⚡⚡⚡Nothing special, just a Russian killer brought an RPG to the children in the kindergarten and shows how to kill other people correctly.

The terminally ill... 🤢🤮🤕#NAFO #NAFOfellas, what do you think? pic.twitter.com/3umYnAJ3AT
— MAKS 22🇺🇦 (@Maks_NAFO_FELLA) October 19, 2022

წყარო: the times

მოამზადა: ანა სიბოშვილმა