ავტორი:

"მაკრონმა რომის პაპს სთხოვა, მოუწოდოს ვლადიმერ პუტინს, რუსეთის პატრიარქსა და ჯო ბაიდენს, რომ უკრაინაში სამშვიდობო პროცესს ხელი შეუწყონ" - მედია

"მაკრონმა რომის პაპს სთხოვა, მოუწოდოს ვლადიმერ პუტინს, რუსეთის პატრიარქსა და ჯო ბაიდენს, რომ უკრაინაში სამშვიდობო პროცესს ხელი შეუწყონ" - მედია

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რომის პაპ ფრანცისკეს სთხოვა, მოუწოდოს ვლადიმერ პუტინს, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქ კირილს და აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს უკრაინაში „სამშვიდობო პროცესს ხელი შეუწყონ".

„მე მოვუწოდე რომის პაპ ფრანცისკეს, დაურეკოს ვლადიმერ პუტინს და მოსკოვის პატრიარქ კირილს, ასევე ჯო ბაიდენს" , - განუცხადა მაკრონმა ყოველკვირეულ გამოცემა „Le Point“-ს ვატიკანში პონტიფიკოსთან საუბრის შემდეგ.

„ჩვენ გვჭირდება, რომ შეერთებული შტატები დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა ხელი შეუწყოს სამშვიდობო პროცესს უკრაინაში. ჯო ბაიდენს აქვს რეალური ნდობის მქონე ურთიერთობა რომის პაპთან. რომის პაპს შეუძლია მასზე გავლენა მოახდინოს ჰაიტისა და უკრაინაში ამერიკის ჩართულობის განახლებასთან დაკავშირებით" , - განაცხადა მაკრონმა.

მანამდე მაკრონმა საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია საშუალებას აძლევს ქვეყნის ხელისუფლებას მისით მანიპულირება მოახდინოს უკრაინაში ომის გასამართლებლად და მოუწოდა მას, წინააღმდეგობა გაუწიოს ასეთ ზეწოლას.