ავტორი:

5 მთავარი განსხვავება ცირკონისა და მეტალო-კერამიკის კბილებს შორის

5 მთავარი განსხვავება ცირკონისა და მეტალო-კერამიკის კბილებს შორის

თუ გსურთ გქონდეთ მომხიბვლელი ღიმილი და დაზიანებული კბილის აღდგენაზე ფიქრობთ, მაშინ აუცილებლად დაგაინტერესებთ, რას ნიშნავს „ცირკონის კბილები“ და „მეტალო-კერამიკის კბილები“. მათი სწორი სახელწოდებაა ცირკონის გვირგვინები და მეტალო-კერამიკის გვირგვინები, თუმცა მათ ხშირად მოიხსენიებენ როგორც: „ცირკონის კბილები“ ან “ფაიფურის კბილები” და „მეტალო-კერამიკის კბილები“.

გაგაცნობთ მათ შორის არსებულ 5 მთავარ განსხვავებას:

ცირკონისა და მეტალო-კერამიკის კბილებს შორის მთავარი განმასხვავებელი ფაქტორი არის მასალა. ცირკონის გვირგვინები, რომლებიც კბილზე მაგრდება, დამზადებულია ცირკონის დიოქსიდისაგან (Zro2). ცირკონის დიოქსიდის მასალა გამოირჩევა მდგრადობით ( უძლებს დიდ დატვირთვას ღეჭვის პროცესში) და ადამიანის ორგანიზმის მიმართ თავსებადობით. სასურველი ვიზუალური ეფექტის მისაღწევად, ცირკონის დიოქსიდისგან დამზადებული გვირგვინები გარედან იფარება ფაიფურით. სწორედ ამიტომ უწოდებენ მას საზოგადოებაში ცირკონოფაიფურის კბილებს. რაც შეეხება მეტალო-კერამიკის კონსტრუქციას, მისი საფუძველია ლითონის ერთგვარი კარკასი, რომელიც ვიზუალური და ფუნქციური ეფექტის გაუმჯობესების მიზნით ზევიდან იფარება კერამიკით.

ორივე ტიპის გვირგვინი დაზიანებული კბილის აღსადგენად გამოიყენება, თუმცა ცირკონის გვირგვინით კბილების დაფარვა ხდება მაშინ, როდესაც კბილი არის დაზიანებული, გვაქვს მოტეხილობა ან მოტეხილობის დიდი რისკი, ასევე კბილზე ფიქსირდება დიდი ზომის ბჟენები.

მეტალო-კერამიკის გვირგვინები ცირკონებთან ანუ ფაიფურებთან შედარებით უფრო ხელმისაწვდომია, სწორედ ეს მიიჩნევა მის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობად და სწორედ ამიტომ, ხშირად პაციენტები დაზიანებული კბილის აღდგენისას მეტალო-კერამიკის გვირგვინებს ირჩევენ.

ცირკონის კბილები უახლესი ტექნოლოგიაა სტომატოლოგიაში. ზოგადად ცირკონის დიოქსიდს მაღალი ესთეტიკურობა, სიმტკიცე და ბიოთავსებადობა ახასიათებს. მეტალო-კერამიკის კბილებიც თავსებადია ბუნებრივ კბილებთან, თუმცა მათ შორის მაინც არის განსხვავება. ცირკონი თეთრი მეტალების ჯგუფს განეკუთვნება და კერამიკის ქვეშ იგი სრულიად შეუმჩნეველია, ხოლო ცირკონის კბილებს კი ბუნებრივ კბილის ემალის მსგავსი სიგლუვე და სიპრიალე ახასიათებთ. ვიზუალური ეფექტის გასაუმჯობესებლად, მეტალო -კერამიკის გვირგვინების შემთხვევაში, მეტალის კარკასი იფარება კერამიკით, მაგრამ მეტალის შეფერილობა მაინც ახდენს გავლენას საბოლოო შედეგზე.

ცირკონის დიოქსიდი და ფაიფური ჰიპოალერგიული მასალებია. შესაბამისად, გამორიცხულია რაიმე სახის ალერგიული ჩვენება მათი დაყენების შემდგომ.

მას შემდეგ, რაც ცირკონის ან მეტალო-კერამიკის გვირგვინების გაკეთებას გადაწყვეტთ, აუცილებელია სწორად შეარჩიოთ სტომატოლოგიური კლინიკა, სადაც აღნიშნულ მომსახურებას მიიღებთ. კლინიკა უნდა იყოს თქვენს საჭიროებებზე სრულად მორგებული და თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური აპრატურით აღჭურვილი ხოლო ექიმების გუნდი კი მაღალკვალიფიციური.