ავტორი:

მოსკოვში ქსენია სობჩაკის მედიაჰოლდინგის კომერციული დირექტორი დააკავეს

მოსკოვში ქსენია სობჩაკის მედიაჰოლდინგის კომერციული დირექტორი დააკავეს

მოსკოვში, ჟურნალისტ ქსენია სობჩაკის მედიაჰოლდინგის "უფრთხილდი მედიას“ კომერციული დირექტორი, კირილ სუხანოვი დააკავეს. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სააგენტო TASS-ი წყაროზე დაყრდნობით წერს.

წყაროს ინფორმაციით, საქმე ეხება სისხლის სამართლის დანაშაულს, თუმცა კონკრეტულად რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება და ასევე სხვა დეტალები უცნობია.

მოგვიანებით სუხანოვის დაკავების შესახებ ინფრომაცია გაავრცელა თავდ ქსენია სობჩაკმა და განაცხადა, რომ ეს ფაქტი არის ჟურნალისტიკაზე, მედიაზე კიდევ ერთი ზეწოლის მაგალითი.

მედიის ცნობით, არსებობს ინფორმაცია, რომ საქმე ეხება თაღლითობას,. თუმცა ოფიციალური ცნობები ამ თემაზე ჯერ არ გავრცელებულა.