ავტორი:

რუსეთი უკრაინასთან საბრძოლველად ავღანელი ყოფილი "კომანდოსელების" გადაბირებას ცდილობს -  რას წერს Foreign Policy

რუსეთი უკრაინასთან საბრძოლველად ავღანელი ყოფილი "კომანდოსელების" გადაბირებას ცდილობს -  რას წერს Foreign Policy

რუსეთი უკრაინაში საბრძოლველად ყოფილი ავღანელი კომანდოსების გადაბირებას ცდილობს. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Foreign Policy საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

მათივე ცნობით, საუბარია იმ მედესანტე-დივერსანტების რეკრუტირებაზე, რომლებსაც ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო და ბრიტანეთის შეიარაღებული ძალები წვრთნიდნენ.

  • Foreign Policy-ის თანახმად, დაახლოებით 20 000-დან 30 000-მდე მოხალისე მედესანტე-დივერსანტი დარჩა ავღანეთში, როდესაც შეერთებულმა შტატებმა 2021 წლის აგვისტოში ქვეყანა დატოვა. ესენი ის ადამიანები არიან რომლებმაც ვერ მოახერხეს ავღანეთის დატოვება.

გამოცემის ცნობით, "კომანდოსის" კორპუსის ყოფილი წევრები იღებენ შეტყობინებებს რუსებისგან - ისინი ჰპირდებიან დიდ ჯილდოს უკრაინაში ომში მონაწილეობის სანაცვლოდ. Foreign Policy-ის წყაროები ვარაუდობენ, რომ ამ მცდელობების უკან "ვაგნერის“ დაჯგუფება დგას.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ბევრი ყოფილი "კომანდოსელი" იძულებულია თალიბებს დაემალოს და რუსეთის მხარეს იბრძოლოს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს მტრად მიიჩნევენ. წყაროს ცნობით, ზოგიერთი მათგანი სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია. ამ მდგომარეობამ შესაძლოა, აიძულოს რამდენიმე ათასი ადამიანი, რომ რუსეთის წინადადება მიიღოს.