ავტორი:

უკანასკნელი დასავლური კომპანია, რომელმაც რუსეთი დატოვა - რუსული ბაზრიდან Mercedes-Benz-ი გავიდა

უკანასკნელი დასავლური კომპანია, რომელმაც რუსეთი დატოვა - რუსული ბაზრიდან Mercedes-Benz-ი გავიდა

გერმანულმა ავტომწარმოებელმა კომპანია Mercedes-Benz-მა რუსეთი დატოვა. რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს განცხადებით, Mercedes-Benz საკუთარ აქტივებს ადგილობრივ ინვესტორს, Avtodom-ს მიჰყიდის.

Mercedes-Benz-RUS-ის გენერალური დირექტორის ნატალია კოროლევას თქმით, რუსეთში მომხმარებელთა წინაშე ვალდებულებების შესრულება, ისევე როგორც კომპანიის რუსული განყოფილებების თანამშრომლებისთვის სამუშაო ადგილების შენარჩუნება Avtodom-თან გარიგების დადებისას პრიორიტეტი იყო.

ცნობისთვის, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ეთიკური ან ლოჯისტიკური მიზეზების გამო, არაერთმა დასავლურმა კომპანიამ რუსეთი დატოვა.

როგორც BBC-ი წერს Mercedes-Benz-ი არის უკანასკნელი დასავლური კომპანია, რომელმაც რუსული ბაზარი დატოვა.