ავტორი:

"მის შრი-ლანკას" კონკურსი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა - კონკურსის დახურვის ცერემონია "ბრძოლის ველად" გადაიქცა (ვიდეო)

"მის შრი-ლანკას" კონკურსი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა - კონკურსის დახურვის ცერემონია "ბრძოლის ველად" გადაიქცა (ვიდეო)

ისტორიაში პირველად ნიუ იორკმა "მის შრი-ლანკას" სილამაზის კონკურსს უმასპინძლა. კონკურსის საზეიმო დახურვის ცერემონია წამებში "ბრძოლის ველად" გადაიქცა.

ცერემონიის სტუმრებმა ხელჩართული ჩხუბი გამართეს. არსებული ინფორმაციით, ჩხუბში კონკურსის მონაწილეებიც ჩაერივნენ, რაც ორგანიზატორებმა კატეგორიულად უარყვეს.

დაპირისპირება ერთ-ერთმა თვთმხილველმა ვიდეოზე აღბეჭდა, რომელიც ინტერნეტში სწრაფად გავრცელდა და მას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

უცნობია, თუ რამ გამოიწვია შეხლა-შემოხლა. კონკურსის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, სუჯანი ფერნანდომ "ნიუ იორკ პოსტს" განუცხადა, რომ კონკურის არცერთი მონაწილე ჩხუბში არ ჩარეულა.

ვიდეოში ვხედავთ, რომ კამათი ხელჩართულ ბრძოლაში მას შემდეგ გადადის, რაც რამდენიმე სტუმარმა სცადა გაეშველებინა ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს სიტყვიერად უპირისპირდებოდნენ.

ამის შემდეგ ხმაურმა იმატა, რასაც საბოლოოდ ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა.

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/YNcUt_1JMpA" title="Brawl erupts after NYC’s first Miss Sri Lanka pageant | New York Post" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

შრი-ლანკას სილამაზის კონკურსების ისტორიაში ეს დაპირისპირება პირველი არ ყოფილა. 2021 წელს, მოდელმა პუშპიკა დე სილვამ "მისის შრი-ლანკას" ტიტული მოიპოვა და როდესაც შესაბამისი გვირგვინი თავზე დაადგეს, სცენაზე 2019 წლის გამარჯვებული, ქეროლაინ ჯური ავიდა, დე სილვას გვირგვინი წაართვა და სხვა გოგონას გადასცა. წაიკითხეთ ვრცლად: წართმეული გვირგვინი და სილამაზის დედოფალი საავადმყოფოში - "მისის შრი-ლანკას" კონკურსის სკანდალმა მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა