თბილისის შემოვლით გზაზე, ნორიოსთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ტრაილერი შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთი ამობრუნდა.
გამოცემის ცნობით, შემთხვევის დროს 2 ადამიანი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.
ავარიის გამო ავტომობილთა გადაადგილება შეფერხებულია და წარმოქმნილია საცობი.