ავტორი:

ქანიე უესტის დრამა გრძელდება - Adidas-თან თანამშრომლობის შეწყვეტის შემდეგ, რეპერმა მილიარდერის სტატუსი დაკარგა

ქანიე უესტის დრამა გრძელდება - Adidas-თან თანამშრომლობის შეწყვეტის შემდეგ, რეპერმა მილიარდერის სტატუსი დაკარგა

რეპერ ქანიე უესტს ცხოვრებაში რთული პერიოდი აქვს. მასთან თითქმის ყველა კომპანიამ შეაჩერა კონტრაქტი. შედეგად კი უკვე მილიარდერის სტატუსი დაკარგა.

მილიარდერთა სიაში ის მას შემდეგ აღარ არის, რაც სპორტულმა კომპანია Adidas-მა რეპერთან კონტრაქტი გაწყვიტა. ქანიე და Adidas-ი 2013 წლიდან თანამშრომლობდნენ.

"Adidas-ი არ შეეგუება ანტისემიტიზმს და სხვა სახის სიძულვილის ენას. იეს (ქანიეს) ბოლოდროინდელი კომენტარები და ქცევები მიუღებელი, საძულველი და საშიშია. ამავე დროს, ისინი ჩვენი კომპანიის მრავალფეროვნების და ჩართულობის, ურთიერთპატივისცემის და სამართლიანობის ღირებულებებს ეწინააღმდეგება“,- წერია სპორტული კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც ქანიე უესტის ანტისემიტურ კომენტარებს მოჰყვა.

გერმანულ კომპანიასთან გარიგებით მიღებული სარგებელი 1,5 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ახლა კი, Adidas-ის გარეშე, Forbes-ის მიხედვით, ქანიეს ქონება 400 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

ქანიესთან თანამშრომლობაზე უარი თქვეს Vogue-მ, Gap-მა და Balenciaga-მ.. 45 წლის უესტი თვის დასაწყისში Drink Champs-ის პოდკასტში სტუმრობისას ამტკიცებდა, რომ შეუძლია თქვას ნებისმიერი რამ, მათ შორის, გააკეთოს ანტისემიტური განცხადებები, მაგრამ მასთან კონტრაქტს არავინ გაწყვეტს.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა