უკრაინელი სამხედრო ექსპერტ ოლეგ ჟდანოვის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცდილობს ნებისმიერი ხერხით შეაჩეროს სამხედრო მოქმედებები, რადგან რუსეთის ჯარი დაიღალა და დაკარგა შეტევითი შესაძლებლობა.
"ჩვენი მონაცემებით რუსეთი ოპერაციას ამზადებს უკრაინის დროშის ქვეშ. რას ნიშნავს "ბინძური ბომბი“? ეს არის რადიოაქტიური ნარჩენები, რომლებიც ფეთქდება ჩვეულებრივი ბომბით. რუსეთის ხელშია ზაპოროჟიეს ატომური სადგური, სადაც არის რადიოაქტიური ნარჩენები. ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ რუსეთმა შეიძლება გამოიყენოს ასეთი ნარჩენები უკრაინის ტერიტორიაზე, ნებისმიერი მიმართულებით.
რუსეთის ჯარი დაიღალა, დაკარგა შეტევითი შესაძლებლობა და კარგავს თავდაცვის შესაძლებლობას. ვლადიმერ პუტინი ცდილობს ნებისმიერი ხერხით შეაჩეროს სამხედრო მოქმედებები. შანტაჟი გამომდინარეობს ატომური ელექტრო სადგური დაზიანებით, ასევე კახოვკის ელექტრო სადგურის შანტაჟით. ყველა მოქმედება მიმართულია საომარი მოქმედების შეჩერებისკენ.
ჩვენ გვახსოვს, როდესაც ჩერნობილის ატომური ელექტრო სადგური აფეთქდა, რადიოაქტიური წვიმა ჰოლანდიაში წამოვიდა, არავინ იცის სად წავა რადიოაქტიური ღრუბელი, ამიტომ დასავლეთს და ევროპას თუ არ უნდა მიიღონ კიდევ ერთი ჩერნობილი ევროპის ცენტრში, მაშინ ასე ხელდაკრეფილები არ უნდა ისხდნენ. აშშ-ს , დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის და ნატო-ს წევრი ქვეყნების განცხადებები მოწმობს იმას, რომ თუ კრემლში გადაწყვეტენ ბირთვული იარაღის გამოყენებას, ისინი განახორციელებენ პრევენციულ დარტყმას“,- განაცხადა ექსპერტმა.
"შეიძლება ეს მოხდეს ზამთრის შუა პერიოდში. დღევანდელი მდგომარეობით ბელარუსს არ აქვს შესაძლებლობა ომში ჩაერთოს. ის თავის ტექნიკას გადასცემს რუსეთს, ასევე საბრძოლოს მასალას. ბელარუსის სოფლებში მობილიზაცია დაიწყო. ისინი მოხვდებიან ისეთ დაჯგუფებაში, რომლებიც ფორმირდებიან მოკავშირე ქვეყნის თავდაცვის ძალების ლოზუნგის ქვეშ. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ვთვლით, რომ ბელარუსი არის ომის მონაწილე და მასაც იგივე პასუხისმგებლობა ეკისრება, როგორც რუსეთის ფედერაციას“,- განაცხადა უკრაინელმა სამხედრო ექსპერტმა ოლეგ ჟდანოვმა.
ნახეთ ვიდეო: