რუსთავში, თოდრიას ქუჩის მესამე ჩიხის #1 კორპუსის ეზოში მსუბუქი ავტომანქანა აფეთქდა.
აფეთქების შედეგად მსუბუქად დაშავდა მძღოლი და ახალგაზრდა ქალი, რომელიც ეზოში ფეხით გადაადგილდებოდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანაში თხევადი აირი ჟონავდა, მძღოლმა ჩაჯდომისას სიგარეტს მოუკიდა და აფეთქებაც ამან გამოიწვია.
აფეთქებას აალება არ მოჰყოლია, მძღოლმა სახეზე მსუბუქი დაზიანება მიიღო, ასევე მსუბუქი, ზედაპირული დაზიანებები ჰქონდა ქალს.
ორივე დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა რუსთავის კლინიკებში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სახანძრო - სამაშველო ჯგუფები.