ავტორი:

ახლობლების თქმით, დეპუტატს, შვილის გარდაცვალების შემდეგ, ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა -  რა ხდება ცნობილი ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების თაობაზე?

ახლობლების თქმით, დეპუტატს, შვილის გარდაცვალების შემდეგ, ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა -  რა ხდება ცნობილი ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების თაობაზე?

საქართვერლოს პარლამენტის დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. სავარაუდოდ, მას ცეცხლასასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება.

არსებული ინფორმაციით, დეპუტატმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვლილი თბილისში, საკუთარ სახლში ოჯახის წევრებმა ნახეს.

ის პოლიტიკაში ბიზნესიდან მოვიდა..

ხახუბია მეორე ვადით იყო არჩეული პარალამენტის წვერად. მე-9 მოწვევის პარლამენტში 2016-2020 წლებში იყო ფოთის მაჟორიტარი საარჩევნო ბლოკიდან: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ამავე პარტიიდან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარად აირჩიეს.

ირაკლი ხახუბია 51 წლის იყო. ახლობლების ინფორმაციით, დეპუტატს შვილის გარდაცვალების შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ბექა ხახუბია 2017 წლის 17 მაისს ავტოავარიას ემსხვერპლა. მას საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მდებარე გვირაბთან, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაუმორჩილებლობის გამო სატვირთო ავტომანქანით გზა გადაუკეტეს, ხახუბია ავტომანქანით აღნიშნულ სატვირთოს შეეჯახა, რა დროსაც გარდაიცვალა. ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე ბრალი 3 პოლიციელს წარედგინა. სასამართლომ 2019 წელს ერთი პოლიციელი უდანაშაულოდ ცნო, ორს კი - 1,6 წლით და 2,6 წლით პატიმრობა შეუფარდა.

ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით, ირაკლი ხახუბია 1971 წლის 15 მაისს, ფოთში დაიბადა.1994 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტო-საინჟინრო ფაკულტეტი. 1997 წელს დაამთავრა თბილისის ბიზნესისა და მარკეტინგის ინსტიტუტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი. 1988-1989 წლებში იყო ადგილობრივი მრეწველობის სამინისტროს სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს საწარმოო უბნის ზეინკლის მოწაფე და მე-3 კლასის ზეინკალი. 1994-1995 წლებში იყო შპს "ბესსის“ მარკეტინგული განყოფილების გამგე. 1996-1997 წლებში - ს/ს "ფოთინავთობპროდუქტის“ ლაბორანტი. 1997-1999 წლებში იყო ს/ს ფოთინავთობპროდუქტის“ დირექტორი კომერციულ დარგში. 2000-2002 წლებში მუშაობდა საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სამართალდარღვევების წინააღმდეგ მებრძოლი სამმართველოს მე-8 განყოფილებაში. 2002-2003 წლებში იყო საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სამართალდარღვევების წინააღმდეგ მებრძოლი სამმართველოს მე-3 განყოფილების უფროსი. 2003 წელს იყო საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მე-3 სამმართველოს მე-3 განყოფილების უფროსის მოადგილე. 2003-2004 წლებში - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველოს ოპერატიული სამსახურის ოპერატიული თანამშრომელი. 2004 წელს იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველოს უფროსი ოპერატიული თანამშრომელი. 2004-2005 წლებში იყო ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის ოპერატიული დეპარტამენტის მე-8 განყოფილების (ფოთი, გურია) უფროსი ოპერატიული თანამშრომელი. 2005 წელს იყო ფინანსთა სმინისტროს ფინანსური პოლიციის ოპერატიული დეპარტამენტის მე-6 სამმართველოს (სამეგრელო, გურია) ოპერატიული თანამშრომელი. ამავე წელს იყო ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთი, გუჩოს სამმართველოს უფროსი ოპერატიული თანამშრომელი. არის შპს "აისბერგი-2“-სა (2010 წელი) და შპს "ჯეონათსის“ დამფუძნებელი (2012).

იხილეთ ასევე: