ავტორი:

"ეშმაკი აქედან აღწევს ჩვენში, ეს ასუსტებს სასულიერო პირის გულს" - რომის პაპის თქმით, პორნოგრაფიას მღვდელ-მონაზვნებიც უყურებენ: ფრანცისკეს გაფრთხილება

"ეშმაკი აქედან აღწევს ჩვენში, ეს ასუსტებს სასულიერო პირის გულს" - რომის პაპის თქმით, პორნოგრაფიას მღვდელ-მონაზვნებიც უყურებენ: ფრანცისკეს გაფრთხილება

რომის პაპმა ფრანცისკემ, ვატიკანში კათოლიკური სემინარების ჩატარებისას, პორნოგრაფია დაგმო და იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რომელიც პაპის აზრით, პორნოგრაფიის ყურებას ახლავს თან. მან მსმენელს უთხრა,, რომ "პორნოგრაფია საცდუნებელია და სამღვდელოების გულს ასუსტებს".

პაპმა შეკრებილი საზოგადოების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა, ისაუბრა მეცნიერებისა და რელიგიის "შერიგებაზე," ღირსეულად ცხოვრებასა და პორნოგრაფიის ნახვით გამოწვეულ საფრთხეებზე.

რომის პაპის თქმით, არც ისეთ მუსიკას უნდა უსმინოს ადამიანმა, რომელიც მათ საქმის კეთებისას ყურადღებას გაუფანტავს:

"ამავე საკითხთან ახლოს კიდევ ერთი თემაა, რომელიც ყველას კარგად მოგეხსენებათ - ციფრული პორნოგრაფია. მისი ნახვის ცდუნება, ან გამოცდილება ყველა თქვენგანს ჰქონია. ეს მანკიერებაა, რომელთან შეხებაც უამრავ საერო პირს და მღვდელ-მონაზვნებსაც კი აქვთ.

მე არ ვლაპარაკობ მხოლოდ კრიმინალურ პორნოგრაფიაზე, როგორიცაა ბავშვებზე ძალადობა, ეს უკვე გადაგვარებაა. მე უფრო "ჩვეულებრივ პორნოგრაფიაზე“ ვსაუბრობ“, - დასძინა მან.

პაპმა ადრეც დაგმო პორნოგრაფია, სულ ბოლოს ეს ივნისში მოხდა, როცა თქვა, რომ "პორნოგრაფია თავდასხმაა ქალების და კაცების ღირსებაზე“. ფრანცისკემ დაურთო, რომ პორნოგრაფია ხალხის ჯანმრთელობისთვის საშიშროებას წარმოადგენს.

მან ყველას ურჩია, წაშალონ პორნოგრაფიული სახის მასალა თავიანთი ტელეფონებიდან, "რათა ხელში არ ჰქონოდათ ცდუნება“:

"ეშმაკი აქედან აღწევს ჩვენში, ეს ასუსტებს სასულიერო პირის გულს", - აღნიშნა რომის პაპმა.

წყარო: aljazeera

მოამზადა: ანა სიბოშვილმა