ავტორი:

"ძალიან მიმძიმს... ირაკლის სახით, მე დავკარგე საიმედო და ერთგული მეგობარი" - კახა კალაძე ირაკლი ხახუბიას გარდაცვალებაზე

"ძალიან მიმძიმს... ირაკლის სახით, მე დავკარგე საიმედო და ერთგული მეგობარი" - კახა კალაძე ირაკლი ხახუბიას გარდაცვალებაზე

საქართვერლოს პარლამენტის დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. სავარაუდოდ, მას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება.

არსებული ინფორმაციით, დეპუტატმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვლილი თბილისში, საკუთარ სახლში ოჯახის წევრებმა ნახეს.

თანაგუნდელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერი კახა კალაძე სოციალური ქსელის მეშვეობით სამძიმრის პოსტს აქვეყნებს.

"ძალიან მიმძიმს, სამძიმრის სიტყვები მივუძღვნა მეგობარს, თანაგუნდელს, თანამებრძოლს, საუკეთესო ადამიანს - ირაკლი ხახუბიას. ირაკლის სახით, მე დავკარგე საიმედო და ერთგული მეგობარი, რომლისთვისაც ღირსება და ქვეყნის სიყვარული იყო უპირველესი. ვუსამძიმრებ ირაკლის ოჯახის წევრებს, მის მეგობრებს, კოლეგებს, მთელ საქართველოს!" - წერს კალაძე.

ირაკლი ხახუბიას ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. დეპუტატის სახლი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.