ცნობილია, როდის გამოვა პრინც ჰარის მემუარები: "მიუხედავად იმისა, საიდან მოვედით, ჩვენ გაცილებით მეტი საერთო გვაქვს, ვიდრე გვგონია" - რას ამბობს ჰარი მომავალ წიგნზე?

ცნობილია, როდის გამოვა პრინც ჰარის მემუარები: "მიუხედავად იმისა, საიდან მოვედით, ჩვენ გაცილებით მეტი საერთო გვაქვს, ვიდრე გვგონია" - რას ამბობს ჰარი მომავალ წიგნზე?

პრინცი ჰარი თავის მემუარებს 2023 წლის 10 იანვარს გამოსცემს და მას სახელად "Spare” ("სათადარიგო“) ერქმევა.

თავდაპირველად, სასექსის ჰერცოგის წიგნის გამოცემა ამ წლის ბოლოსთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ დედოფლის გარდაცვალების გამო მომავალ წლამდე გადაიდო. წიგნს გამომცემლობა Penguin Random House გამოსცემს და ეს 35 -მილიონიანი ( ფუნტი) გარიგების ნაწილია. როგორც მემუარების ავტორი გვპირდება, მისი ნამუშევარი სავსეა გულახდილი და ნამდვილი ისტორიებით. მასში ჰარი გვიყვება საზოგადოების თვალწინ გატარებულ ბავშვობაზე, პატარაობის მოგონებებზე, ჯარში გატარებულ დროზე, მეგან მარკლთან ქორწინებასა და მამად გახდომის ემოციებზე.

"ამ წლების განმავლობაში, ბევრი ვიხეტიალე, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. ვიმედოვნებ, რომ ჩემი ისტორიების მოყოლით, როგორც წარმატების, ისე შეცდომებისა და დაცემის გამოცდილებისა თუ გამოტანილი გაკვეთილების გაზიარებით, შევძლებ გაჩვენოთ, რომ მიუხედავად იმისა, საიდან მოვედით, ჩვენ გაცილებით მეტი საერთო გვაქვს, ვიდრე გვგონია", - ამბობს ჰარი მომავალ წიგნზე საუბრისას.

სასექსის ჰერცოგის მემუარების ოფიციალურ აღწერაში ვკითხულობთ:

"ეს მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი სურათი იყო: ორი პატარა ბიჭუნა, ორი პრინცი, რომლებიც თავიანთი დედის ცხედარს მიაცილებენ. ამ მომენტს მთელი მსოფლიო შეწუხებული და დაზაფრული უყურებდა. როცა უელსის პრინცესა დაიანა დაკრძალეს, მილიარდობით ადამიანს აინტერესებდა, თუ რას ფიქრობდნენ და განიცდიდნენ მაშინ პრინცები, როგორ განვითარდებოდა მათი ცხოვრება მომავალში. ეს ისტორია კი ჰარის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. თავისი პირდაპირი, ურყევი გულახდილობით, "Spare" სავსეა სიძნელეებით, მოპოვებული სიბრძნით, რომელიც სიყვარულის მარადიული ძალის მწუხარებაზე გამარჯვებას შეეხება".

თავად ჰარის მოთხრობილი იქნება მემუარების აუდიო წიგნის ვერსია, რომელიც 10 იანვარს გამოვა. პრინცის ავტობიოგრაფიულ ნამუშევარს გამომცემლობა Penguin Random House გამოსცემს. ისინი წიგნის შესახებ წერენ:

" პატივი გვერგო, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები მკითხველისთვის, პრინცი ჰარის გულწრფელი და ძლიერი ემოციებით აღსავსე ისტორია გამოვცეთ. ის გვიზიარებს თავის გამოცდილებას ტრავმიდან გაკნურნებამდე, გვესაუბრება სიყვარულის ძალაზე და მილიონობით ადამიანს მსოფლიოს გარშემო ინსპირაციას მისცემს და გამბედაობას შეჰმატებს“.

On 10 January 2023, readers everywhere will be part of a landmark publication: the story of Prince Harry, The Duke of Sussex. Personal and emotionally powerful, SPARE will be published by @transworldbooks, supporting two special charities. Details at https://t.co/3y6Vh4WRbx. pic.twitter.com/r3yXdWdt6K
— Penguin Books UK (@PenguinUKBooks) October 27, 2022

სასექსის ჰერცოგის მემუარების წინასწარ შეძენა მსურველებს Amazon-ზე შეეძლებათ. მემუარების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი ორ ფონდს შორის განაწილდება: Sentebale, რომელიც ლესოთოს სამეფოსა და ბოცვანაში აივ/შიდსით დაზარალებულ მიუსაფარ ბავშვებსა და ახალგაზრდებს ეხმარება და WellChild, რომელიც მძიმე დაავადებების მქონე ბავშვებსა და ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, საჭირო მომსახურება მიიღონ შინ და არა კლინიკაში.

წყარო: independent

მოამზადა: ანა სიბოშვილმა