ავტორი:

"მთელი ზაფხული აგროვებდა ფულს და მკურნალობის პირველადი ხარჯები ასე დაფარა" - 19 წლის თემო კბილაშვილს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

"მთელი ზაფხული აგროვებდა ფულს და მკურნალობის პირველადი ხარჯები ასე დაფარა" - 19 წლის თემო კბილაშვილს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

19 წლის თემო კბილაშვილს, რომელიც ავთვისებიან სიმსივნეს ებრძვის, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. ინფორმაციას მისი მეგობრები და ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ:

"მეგობრებო ისე როგორც არასდროს მჭირდება თქვენი დახმარება და გვერდში დგომა! ჩემი და ჩემი ოჯახის უახლოეს, უსაყვარლეს ადამიანს და უბრალოდ ძალიან მაგარ ბიჭს, 19 წლის თემო კბილაშვილს, მოულოდნელად, დაუდგინდა ავთვისებიანი სიმსივნე, რომელსაც ჭირდება მართვა და მკურნალობა.თემო ჩემი უმცროსი ძმის საუკეთესო მეგობარი და ჩემი ოჯახის ბავშვობის მეგობრების შვილია. ამ ზაფხულს სტუდენტური დასაქმების პროგრამით გერმანიაში იმყოფებოდა, თუმცა ძლიერი ტკივილების გამო საქართველოში ადრე დაბრუნება მოუწია. ჩამოსვლისთანავე დადგინდა, რომ ბავშვს ავთვისებიანი სიმსივნე ქონდა და სასწრაფოდ ჩაუტარდა ოპერაცია. ოპერაციის და მკურნალობის პირველადი ხარჯები მისივე გამომუშავებული თანხით დაფარა, რომელსაც მთელი ზაფხული აგროვებდა. ოპერაციამ საბედნიეროდ წარმატებით ჩაირა, თუმცა წინ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი.

მოგეხსენებათ რამხელა თანხებთან არის დაკავშირებული მკურნალობის ხარჯები, სამწუხაროდ, ოჯახმა და ახლობლებმა ყველანაირი რესურსი ამოვწურეთ, მათ შორის სახელმწიფო დახმარების რესურსიც, ამიტომ ძალიან, ძალიან გვჭირდება თქვენი გვერდში დგომა მკურნალობის გასაგრძელებლად, იმისთვის ეს სუპერ ბიჭი მხნედ და ჯანმრთელად გვყავდეს გვერდში!

თემოს ხვალიდან უნდა ჩაუტარდეს სხვადასხვა ძვირადღირებული კვლევა და დაენიშნოს ქიმიოთერაპიის კურსი. ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულების მიერ მოცემული კალკულაციით ხარჯი შეადგენს 20 000 ლარს. გიზიარებთ თემოს დედის ანგარიშის ნომერს და ძალიან გთხოვთ ვისაც როგორ შეგიძლიათ დაგვეხმარეთ" - ნათქვამია ინფორმაციაში.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ:

მიმღები - ნინო ბუბაშვილი (დედა) პ/ნ 60002008109

ლიბერთი ბანკი: - #GE03LB0711137037582000

თიბისი ბაკი: - #GE19TB0321945063622378

საქართველოს ბანკი: - #GE33BG0000000538884007