ავტორი:

"წინ არის ყველაზე საშიში, არაპროგნოზირებადი ათწლეული, რაც კი მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ყოფილა" - ვლადიმერ პუტინი

"წინ არის ყველაზე საშიში, არაპროგნოზირებადი ათწლეული, რაც კი მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ყოფილა" - ვლადიმერ პუტინი

“მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, მსოფლიო ალბათ ყველაზე საშიში ათწლეულის წინაშე დგას“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა "ვალდაის“ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას ცდილობდა გაემართლებინა რუსეთის შეჭრა უკრაინაში, ნაბიჯი, რომელმაც რუსეთი საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცია. პუტინმა ასევე დაადანაშაულა დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ბირთვულ შანტაჟში.

"ჩვენ არასდროს გვითქვამს არაფერი რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებაზე. ჩვენ მხოლოდ მინიშნებებით ვუპასუხეთ დასავლეთის ქვეყნების ლიდერების მიერ გაჟღერებულ კომენტარებს“, - თქვა პუტინმა.

  • პუტინი მიიჩნევს, რომ მსოფლიო ახლა ისტორიულ საზღვარზე დგას.

"ჩვენ ისტორიულ საზღვარზე ვართ. წინ არის ალბათ, ყველაზე საშიში, არაპროგნოზირებადი და ამავე დროს, მნიშვნელოვანი ათწლეული, რაც კი მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ყოფილა“, - თქვა პუტინმა.

  • მისი თქმით, მსოფლიო წესრიგის ახალ ცენტრებსა და დასავლეთს მოუწევთ საერთო მომავალზე საუბარი.

"რუსეთი არ უპირისპირდება დასავლეთის ელიტებს, რუსეთი უბრალოდ იცავს თავის არსებობისა და თავისუფლად განვითარების უფლებას. ამავდროულად, ჩვენ თვითონ არ ვაპირებთ გავხდეთ რაიმე ახალი ჰეგემონი, რუსეთი არ სთავაზობს უნიპოლარობის ბიპოლარობით შეცვლას.

მე ყოველთვის მჯეროდა და მჯერა ამ საღი აზრის ძალის, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან მულტიპოლარული მსოფლიო წესრიგის ახალ ცენტრებსაც და დასავლეთსაც მოუწევთ თანაბარი საუბრის დაწყება ჩვენთვის საერთო მომავალზე. რაც უფრო ადრე, მით უკეთესი, რა თქმა უნდა“, - განაცხადა პუტინმა.

  • მისი თქმით, ნებისმიერი ალტერნატიული თვალსაზრისი დასავლეთში ცხადდება როგორც დივერსიული პროპაგანდა და საფრთხე დემოკრატიისთვის და ყველგან ხედავენ კრემლის მაქინაციებს.

"ახლა მიაღწიეს აბსურდულ წერტილს, როცა ნებისმიერი ალტერნატიული თვალსაზრისი გამოცხადებულია დივერსიულად, პროპაგანდად და დემოკრატიის საფრთხედ. აი, რა გამოდის რუსეთიდან - ეს ყველაფერი კრემლის მაქინაციებია. აბა, შეხედეთ საკუთარ თავს. ჩვენ მართლა ასეთი ყოვლისშემძლეები ვართ?", - განაცხადა პუტინმა.