ავტორი:

"თუ პუტინს ბირთვული იარაღის გამოყენების განზრახვა არ აქვს, რატომ აგრძელებს ამაზე საუბარს?" - ჯო ბადიენი

"თუ პუტინს ბირთვული იარაღის გამოყენების განზრახვა არ აქვს, რატომ აგრძელებს ამაზე საუბარს?" - ჯო ბადიენი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სკეპტიციზმი გამოხატა ვლადიმერ პუტინის სიტყვების მიმართ, რომ რუსეთი უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას არ აპირებს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

"თუ მას ასეთი განზრახვა არ აქვს, რატომ აგრძელებს ის ამაზე საუბარს? რატომ საუბრობს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე?“, – განაცხადა ბაიდენმა.

შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებით არ იმუქრება და მან მხოლოდ დასავლელი ლიდერების ბირთვულ „შანტაჟს“ უპასუხა.