ავტორი:

"რუსები ხერსონში პოზიციებს აძლიერებენ" - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის გენშტაბი?

"რუსები ხერსონში პოზიციებს აძლიერებენ" - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის გენშტაბი?

ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროზე რუსულმა ძალებმა პოზიციები 1000-მდე მობილიზებული ჯარისკაცით გააძლიერეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან ეგრეთ წოდებული „ევაკუაცია“ გრძელდება და რუსებს სამედიცინო აღჭურვილობა ე.წ. „ნაციონალიზებულ“ დაწესებულებებში გადააქვთ.

"ამრიგად, ბელოზერკის დასახლებიდან ადგილობრივი საავადმყოფოს აღჭურვილობა ქალაქებში სკადოვსკსა და გენიჩესკში გადააქვთ" - აცხადებენ გენშტაბში.