ავტორი:

ნაშრომი, სახელწოდებით - "საგარეო ურთიერთობათა და უშიშროების ევროპული სამართალი" იურისტ ჯაბა თებიძის ავტორობით გამოიცა

ნაშრომი, სახელწოდებით - "საგარეო ურთიერთობათა და უშიშროების ევროპული სამართალი" იურისტ ჯაბა თებიძის ავტორობით გამოიცა

თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში ევროპული კავშირის დემოკრატიისა და პოლიტიკური სისტემის მნიშვნელობის განსაზღვრა ამავე ორგანიზაციის კომპეტენციათა და ინსტიტუციური აგებულების განსაზღვრაზე გადის. ევროპული კავშირის სამართალი წარმოადგენს იურისპრუდენციის რთულ და კომპლექსურ დისციპლინას. კომპეტენციათა მზარდი ტენდენციები დღის წესრიგად აყენებს სამართლის კონსტიტუციური პრინციპების ხელახალ განსაზღვრასა და ინტერპრეტაციას. სამართლის, პოლიტიკისა და უსაფრთხოების სფეროებში მიმდინარე მოვლენების ანალიზი ევროკავშირის პოლიტიკური როლის ახლებურად გაანალიზების საფუძვლებს ქმნიან.

არ არსებობს ზუსტი განსაზღვრება თუ როგორ უნდა გავიაზროთ სამართლის ნორმები და ხშირად სასამართლო ინტერპრეტაციების მოშველიება ხდება საჭირო ნორმებისათვის ფუნქციის ხორცშესასხმელად, განსაკუთრებით თუ სუპრანაციონალურ ორგანიზაციებზე ვსაუბრობთ. დარგის მეცნიერები აღნიშნულს სამართლებრივ რეალიზმს უწოდებენ ხოლმე. აღსანიშნავია, რომ ევროპული კავშირის სამართალი თავისი კონსტიტუციური ბუნებიდან გამომდინარე რეალობის თავისებურ ინტერპრეტაციებს გვთავაზობს, რაც კავშირის პოლიტიკური მიზნებითა და ინსტიტუციური ფუნქციებით აიხსნება.

წარმოუდგენელია ვისაუბროთ ევროპული ინტეგრაციის სამართლებრივ და პოლიტიკურ ასპექტებზე ევროკავშირის ინსტიტუციური აგებულების გაანალიზებისა და კომპეტენციათა განსაზღვრის გარეშე. ეს ხომ იგივეა, ვისაუბროთ სისხლის სამართალზე და მის კონტექსტში არ ვახსენოთ ‘თაღლითობა’ და ‘ძარცვა’ როგორც დანაშაული.

გამოწვევებით სავსე სამყაროში ევროპული კავშირის სამართალი გვთავაზობს კრიზისებზე რეაგირების პრო-აქტიურ მექანიზმებს. მექანიზმები, რომლებიც ემსახურებიან ერთიან ევროპულ ინტერესს და არა ერთი მთავრობის პრინციპს. განვლილმა და მიმდინარე გამოწვევებმა აჩვენა, რომ საერთო ევროპული ინსტრუმენტების გამოყენებით კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული კრიზისების დაძლევა მეტად მარტივი და ეფექტურია, ნაცვლად სახელმწიფოთა ინდივიდუალური მცდელობებისა.

სარწმუნოა, რომ ყოველი იურიდიული ნაშრომი უნდა წარმოადგენდეს ერთგვარ პროფესიულ გზამკვლევს. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორის ჯაბა თებიძის მონოგრაფია - ‘საგარეო ურთიერთობათა და უშიშროების ევროპული სამართალი’, ზემოთხსენებული მექანიზმების განხილვას ეძღვნება. მონოგრაფია განკუთვნილია იურისპრუდენციით, სოციალური მეცნიერებებითა და დიპლომატიით დაინტერესებული სტუდენტების, პროფესორ-პედაგოგების, საჯარო მოხელეებისა და ზოგადად მკითხველთა ფართო წრისათვის. ავტორი იმედოვნებს, რომ ნაშრომი ასევე პროფესიულ ბიძგს მისცემს მოცემული დისციპლინის ეროვნულ, ქართულ-ენოვან განვითარებას.

სტამბა: საგამომცემლო სახლი - მწიგნობარი.

ნაშრომი ხელმისაწვდომია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ასევე უმაღლესი სასწავლებლების, უნივერსიტეტების ბიბლიოთეკებში.

ჯაბა თებიძე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის ასოცირებული პროფესორი.

პრაღაში კარლოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტი.

R