ავტორი:

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე სასტუმროში მამაკაცმა ხელყუმბარა ააფეთქა

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე სასტუმროში მამაკაცმა ხელყუმბარა ააფეთქა

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე სასტუმრო “ლუქსში” მამაკაცმა თვითმკვლელობის მიზნით თავის აფეთქება სცადა. არსებული ინფორმაციით, მან სასტუმროს ნომერი დაიქირავა, სადაც სავარაუდოდ, ხელყუმბარა ააფეთქა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ფინანსური პრობლემები ჰქონდა.

დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც “ინტერპრენსიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 229-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს.