ავტორი:

"ზომბი ანჯელინა ჯოლი" - ირანელმა ქალმა, რომლის ფოტოც ინტერნეტში წლების წინ ვირუსულად გავრცელდა, საზოგადოებას რეალური სახე აჩვენა: "ეს ფოტოშოპი იყო, რომლის გამოც ციხეში მოვხვდი"

"ზომბი ანჯელინა ჯოლი" - ირანელმა ქალმა, რომლის ფოტოც ინტერნეტში წლების წინ ვირუსულად გავრცელდა, საზოგადოებას რეალური სახე აჩვენა: "ეს ფოტოშოპი იყო, რომლის გამოც ციხეში მოვხვდი"

2019 წელს ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა ირანელი გოგონას, სახელად საჰარ თაბარის უჩვეულო ფოტო და ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, საჰარს სურდა, ჰოლივუდის ვარსკვლავს, ანჯელინა ჯოლის დამსგავსებოდა, რის გამოც, არაერთი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა. შედეგად კი ის ანჯელინას ყველაზე უარეს ვერსიად იქცა. ინტერნეტმომხმარებლებმა მას "ზომბი ანჯელინა ჯოლი" შეარქვეს.

ამის შემდეგ, ირანელმა სამართალდამცველებმა "ირანის მკრეხელობის კანონით" იხელმძღვანელეს და საჰარ თაბარს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა ის 14-თვიანი პატიმრობის შემდეგ, ახლახან, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე ციხიდან გაათავისუფლეს. საჰარი კი სატელევიზიო ეთერში გამოჩნდა და საზოგადოებას თავისი რეალური სახე აჩვენა.

21 წლის საჰარ თაბარის თქმით, ფოტო, რომელიც ვირუსულად გავრცელდა, რეალურად მაკიაჟისა და ფოტოდამუშავების, სხვადასხვა ფოტოფილტრის გამოყენების შედეგად მიღებული სურათი იყო.

"ფოტო, რომელიც გავრცელდა, ეფექტების გამოყენებით გავაკეთე და "ინტაგრამზე" გამოვაქვეყნე. ბავშვობიდან მინდოდა პოპულარული ვყოფილიყავი. ეს ფოტოშოპი იყო, რომლის გამოც ციხეში მოვხვდი ", - ამბობს საჰარ თაბარი. მისივე თქმით, ახლა "ინსტაგრამის" მომხმარებელი აღარ არის და ამ ამბის შემდეგ აღარ აპირებს სოციალურ ქსელებში სურათების განთავსებას.

როგორც ცნობილია, საჰარს მართლაც აქვს რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია გაკეთებული, მათ შორის ცხვირისა და ტუჩის კორექცია, თუმცა გავრცელებული ფოტოსგან მისი რეალური გარეგნობა რადიკალურად განსხვავებულია.

ნახეთ ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ გამოიყურება ის რეალურად:

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/ry6QBbukpWU" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>