ავტორი:

მძღოლი, რომელიც რუსთავში 4 წლის ბავშვს დაეჯახა, დაკავებულია - რას ჰყვებიან თვითმხილველები მომხდარზე: "ბავშვი ავტობუსის ქვემოთ იდგა, ვერ დაინახავდა"

მძღოლი, რომელიც რუსთავში 4 წლის ბავშვს დაეჯახა, დაკავებულია - რას ჰყვებიან თვითმხილველები მომხდარზე: "ბავშვი ავტობუსის ქვემოთ იდგა, ვერ დაინახავდა"

ავტობუსის მძღოლი, რომელიც რუსთავში 4 წლის ბავშვს დაეჯახა, დაკავებულია. ambebi.ge-ს ინფორმაციით, მძღოლი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ ადგილზე დარჩა, საიდანაც იგი სამართალდამცავებმა აიყვანეს.

ადგილობრივების თქმით, მცირეწლოვანი ბიჭუნა გაჩერებულ ავტობუსთან ახლოს იმყოფებოდა, მძღოლმა ის ვერ შენიშნა, დაძრა სატრანსპორტო საშუალება და ბავშვს დაეჯახა.

"ბავშვი იჯდა ავტობუსის ქვევით, რასაც მძღოლი ვერაფრით ვერ შეხედავდა, მშობლებიც იქვე იყვნენ, როცა დაძრა ტრანსპორტი, მაშინ მოხდა ეს უბედური შემთხვევა" - აცხადებს "მთავარ არხთან" ადგილობრივი.

ბიჭუნა გარდაბანში "ჯეო-ჰოსპიტალსში" გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ექიმის ინფორმაციით, ის სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ნახეთ ვიდეო: