ავტორი:

ებრაულ მედიაში აჭარის შესახებ სტატიები ქვეყნდება

ებრაულ მედიაში აჭარის შესახებ სტატიები ქვეყნდება

ისრაელის წამყვანმა ბლოგერებმა და ჟურნალისტებმა აჭარაში იმოგზაურეს.

ბათუმის ტურისტული ღირსშესანიშნაობებისა და ინფრასტრუქტურის მონახულების შემდეგ ჟურნალისტები მტირალას ეროვნულ პარკს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, გონიოს ციხეს, ეთნოგრაფიულ მუზეუმსა და ქედას სტუმრობდნენ.

აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს ბლოგერები მილიონობით გამომწერსა და მკითხველს უზიარებდნენ. რეგიონის შესახებ მომზადებული სტატიები და ბლოგები ებრაულ მედიაში, მათ შორის უმსხვილეს სამოგზაურო პლათფორმაზე LAMETAYEL და ყოველდღიურ გამოცემაში ISRAEL HAYOM ეტაპობრივად გამოქვეყნდება.

მედიატურის მონაწილეები რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით სტუმრობდნენ. ისრაელი აჭარისთვის მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულებაა, საიდანაც ტურისტებისა და ფრენების რაოდენობა რეგიონში ყოველწლიურად მზარდია.

NS