უკრაინაში ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებული მდგომარეობა გაუმჯობესდება, თუ კიევი აღიარებს რუსეთის მოთხოვნებს სპეციალური ოპერაციის ფარგლებში და რეფერენდუმის შედეგებს, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა „ტელეგრამზე“ დაწერა.
"გზა ენერგომომარაგების სტაბილურობისკენ სხვაა. ის მოითხოვს სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში რუსეთის მოთხოვნებისა და მისი შედეგების ლეგიტიმურობისა აღიარებას, რაც ასახულია ჩვენს კონსტიტუციაში - მაშინ ელექტრომომარაგების მდგომარეობა გაუმჯობესდება", - განაცხადა მედვედევმა.
მისი თქმით, კიევის რეჟიმის მიერ სლოვაკეთიდან ელექტროენერგიის შესყიდვა გამოიწვევს ელექტროენერგიის ფასების შემდგომ ზრდას როგორც ევროპელებისთვის, ასევე უკრაინელებისთვის, მაგრამ უკრაინის ელექტრომომარაგების სისტემას სტაბილურობას არ მოუტანს.