ავტორი:

"რისთვის იბრძვით? - რატომ ომობთ?... დაჯექით და შეთანხმდით. და დაე, რუსეთმა განწმინდოს ეს ხელშეკრულება!" - ლუკაშენკომ ფაშინიანს მიმართა

"რისთვის იბრძვით? - რატომ ომობთ?... დაჯექით და შეთანხმდით. და დაე, რუსეთმა განწმინდოს ეს ხელშეკრულება!" - ლუკაშენკომ ფაშინიანს მიმართა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდა, შეწყვიტონ ბრძოლა არადელიმიტირებული საზღვრის ზონაში არსებული ტერიტორიებისთვის. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

"მეგობრებო, რისთვის იბრძვით? რისთვის იბრძვით ამ მთებში? სამასი ადამიანია უკვე დაღუპული იქ, სადაც ხალხი არ ცხოვრობს! სადაც თხებიც კი არ მიდიან! რატომ ომობთ? თქვენ ორივენი დაჯექით [აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან] და შეთანხმდით. და დაე, რუსეთმა განწმინდოს ეს ხელშეკრულება! მაგრამ თქვენ ხომ ეს არ გინდათ!", - მიმართა ლუკაშენკომ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს.