ავტორი:

"კვარას" საოცარი შოუ "მარადონაზე" - ქართველი ფენომენის გოლი, ორი ასისტი და "ნაპოლის" ზედიზედ მეცამეტე გამარჯვება

"კვარას" საოცარი შოუ "მარადონაზე" - ქართველი ფენომენის გოლი, ორი ასისტი და "ნაპოლის" ზედიზედ მეცამეტე გამარჯვება

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე დაისვენა და იტალიის ჩემპიონატის მე-12 ტურისთვის მეტი შემართებით დაბრუნდა სტადიონზე. "ნაპოლი" სერია "ა"-ს მორიგ უქმეებს ხსნის და "სტადიო მარადონაზე" ლიდერის რანგში "სასუოლოს" დაუპირისპირდა. "კვარა" "ნაპოლის" სასტარტოში იყო და რა თქმა უნდა, ეს ქართველი გულშემატკივრის ინტერესს დღევანდელი მატჩის მიმართ განსაკუთრდებით ზრდიდა. სერია A-ს მე-12 ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „სასუოლო“ 4:0 დაამარცხა.

შეიძლება ითქვას, რომ დღეს "მარადონაზე" ქართველი ფეხბურთელის საოცარი შოუ ვიხილეთ.

ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. ამ სეზონში ყველა ტურნირზე მის ანგარიშზე 16 მატჩში 8 გოლი, 8 საგოლე გადაცემა და 3 მოპოვებული პენალტია.

მატჩი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს, მასპინძლები კი ორი გოლით დაწინაურდნენ - კვარაცხელიას ორი პასით დუბლი ოსიმენმა შეასრულა.

36-ე წუთზე ხვიჩამ თავად გაიტანა. შემდეგ საჯარიმოს გარედან ბურთი ლამაზ ნახტომში დაარტყა, მაგრამ მიზანს ოდნავ ააცილა.

მეორე ტაიმი ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, კვარაცხელიას კარგი გადაცემა ნდომბელემ ვერ გამოიყენა. 61-ე წუთზე ქართველს საჯარიმოში მცველი უხეშად ეთამაშა, საბედნიეროდ ტრავმას გადაურჩა და მცირე პაუზის მერე მოედანზე დაბრუნდა. ის 71-ე წუთზე შეცვალეს, გულშემატკივრებმა მოედნიდან აპლოდისმენტებით გააცილეს და მწვრთნელმა სპალეტიმ მადლობა გადაუხადა. 77-ე წუთზე ოსიმენმა ჰეთ-ტრიკი შეასრულა და "ნაპოლიმ" ისევ იმარჯვა.

ნახეთ ვიდეო:

რა ხდებოდა სტადიონზე, როცა "კვარამ" გოლი გაიტანა - ხვიჩას შეყვარებულის ვიდეო სტადიონიდან...