ავტორი:

რომან დოლიძის შთამბეჭდავი ბრძოლა UFC-ში და ნოკაუტით დამარცხებული მოწინააღმდეგე (ვიდეო)

რომან დოლიძის შთამბეჭდავი ბრძოლა UFC-ში და ნოკაუტით დამარცხებული მოწინააღმდეგე (ვიდეო)

ქართველმა MMA მებრძოლმა რომან დოლიძემ UFC-ში მე-6 ბრძოლა ჩაატარა და ამერიკელი ფილ ჰოუსს პირველივე რაუნდში ნოკაუტით მოუგო.

ბათუმელმა სპორტსმენმა მეტოქე უძლიერესი დარტყმებით გათიშა. რომანმა კარიერაში მე-10, UFC-ში კი მე-5 გამარჯვება იზეიმა. დოლიძემ ზედიზედ მეორედ მოახერხა დაპირისპირების პირველ რაუნდში ნოკაუტით მოგება.

საშუალო წონაში მოასპარეზე ქართველი მომდევნო ბრძოლაში, სავარაუდოდ, საუკეთესო 15-ეულის წევრს ეჩხუბება.

"კიდევ ერთი შესანიშნავი ღამე. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის", - წერს რომან დოლიძე გამარჯვების შემდეგ სოციალურ ქსელში.

ნახეთ ვიდეო: