ავტორი:

რამდენ ხანს შენარჩუნდება მზიანი და უნალექო ამინდი - უახლოესი დღეების პროგნოზი

რამდენ ხანს შენარჩუნდება მზიანი და უნალექო ამინდი - უახლოესი დღეების პროგნოზი

საქართველოში პირველ ნოემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +14, +19 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

უნალექო ამინდია მოსალოდნელი თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +18, +20 გრადუსის ფარგლებში იქნება.

1-ელ ნოემბერს დასავლეთ საქართველოში წვიმა და ქარია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1-ელ ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მაღალმთიან რეგიონებში ზოგან თოვლი.

“მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინერეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.