ავტორი:

ბათუმში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა

ბათუმში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა, ხიმშიაშვილისა და პუშკინის ქუჩების კვეთაზე მოხდა, ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე სამართალდამცავები მუშაობდნენ, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.