ავტორი:

რუსულმა ძალებმა ლუგანსკის რეგიონში ხიდი ააფეთქეს

რუსულმა ძალებმა ლუგანსკის რეგიონში ხიდი ააფეთქეს

რუსეთმა ლუგანსკის რეგიონში კრასნას ხიდი ააფეთქა. ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონის გუბერნატორმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

უკრაინის ოფიციალური წარმომადგენელის თქმით, რუსეთის ძალებს ეშინიათ, რომ უკრაინელები ძალიან ახლოს არიან იმ ფონზე, როდესაც რეგიონში კონტრშეტევა გრძელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ რუსეთის ძალებმა კრემინასთან კიდევ ერთი ხიდი ააფეთქეს.