ინდოეთში ხიდის ჩანგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა
ინდოეთში, გუჯარათის შტატში, ფეხით მოსიარულეთა ხიდის ჩანგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 130-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
ადგილობრივი ოფიციალური პირების განცხადები, ქალაქ მორბში, მდინარე მაჩჩუზე მდებარე ხიდზე დაახლოებით 400 ადამიანი იმყოფებოდა, როდესაც შემთხვევა მოხდა.
230-მეტრიანი ხიდი მე-19 საუკუნეში ბრიტანეთის მმართველობის დროს აშენდა. აღსანიშნავია, რომ ხიდს 6-თვიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა და ის ახლახან, 26 ოქტომბერს გაიხსნა.