ავტორი:

უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშის ხმა ისმის

უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშის ხმა ისმის

დღეს დილით, უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. განგაშის რუკის მიხედვით, საჰაერო განგაში დროებით ოკუპირებული ყირიმის გარდა, უკრაინის მთელ ტერიტორიაზეა გამოცხადებული.

საჰაერო განგაში ნიშნავს სარაკეტო დარტყმის საფრთხეს, რა დროსაც მოსახლეობას თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებენ.