ავტორი:

"შეწყდა ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება" - ბოლო ცნობები უკრაინიდან, სადაც ოკუპანტებმა მასშტაბური სარაკეტო შეტევა მიიტანეს

"შეწყდა ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება" - ბოლო ცნობები უკრაინიდან, სადაც ოკუპანტებმა მასშტაბური სარაკეტო შეტევა მიიტანეს

"დილა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშით დაიწყო. რუსული რაკეტები კიევსა და სხვა ქალაქებში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას მოხვდა, რამაც ელექტროენერგიისა და წყლის შეწყვიტა გამოიწვია, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო "ტვიტერში“ წერს.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ერთადერთი მიზანი არის სიკვდილი და განადგურება. „რუსეთი არ არის დაინტერესებული სამშვიდობო მოლაპარაკებებით და არც გლობალური სასურსათო უსაფრთხოებით“, - წერს ნიკოლენკო.

  • ცნობისთვის, უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსული ძალები უკრაინაზე მასიურ სარაკეტო შეტევას ახორციელებენ.

მათივე ცნობით, რუსები ზაპოროჟიეში კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაესხნენ თავს, რაკეტებით იბომბება ვინიცაც.

როგორც "უნიანი" წერს, აფეთქებების ხმა ისმის კიევსა და ხარკოვში. აფეთქებების ხმა ისმის და საჰაერო თავდაცვა მუშაობს. მოქალაქეებს საჰაერო თავდასხმის განგაშის დასრულებამდე თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.