ავტორი:

"ჩვენი პრობლემა არის არა ოლიგარქიული, არამედ ერთპიროვნული მმართველობა - დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს მხარს არ დავუჭერთ" - მეგრელიშვილი

"ჩვენი პრობლემა არის არა ოლიგარქიული, არამედ ერთპიროვნული მმართველობა - დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს მხარს არ დავუჭერთ" - მეგრელიშვილი

ჩვენი პრობლემა არის არა ოლიგარქიული, არამედ ერთპიროვნული მმართველობა,- ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა"დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტის კომენტირებისას განაცხადა.

მეგრელიშვილის განცხადებით, ის კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს.

"დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებით, პრობლემას სხვაგან გადავიტანთ და ვერასდროს მოვაგვარებთ მას. ერთპიროვნულ მმართველობას რაც შეეხება, ამ პრობლემის მოგვარების გზა ორ რამეში მდგომარეობს: ჩვენი პრობლემა არის ის, რომ პოლიტიკურ ველზე ცოტა მოთამაშეა, პოლიტიკური პლურალიზმის შექმნის შესაძლებლობა კი არის ბუნებრივი ბარიერი პროპორციული სისტემის ფარგლებში. მეორე პრობლემა, რაც მოსაგვარებელია, არის სასამართლო, ამ პრობლემის გადაწყვეტის შემთხვევაში, ასევე შეუძლებელი იქნება ერთპიროვნული მმართველობა. ჩვენ არც ერთი გვაქვს (ბუნებრივი ბარიერი, სრულად პროპორციული სისტემის ფარგლებში) და არც მეორე (სასამართლო), ამიტომ უნდა ვიზრუნოთ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე და პოლიტიკურ პლურალიზმზე, ეს არის გამოსავალი ერთპარტიული და ერთპიროვნილი მმართველობიდან,"- განაცხადა მეგრელიშვილმა.

კითხვაზე, რატომ აკეთებდნენ განცხადებებს იმის თაობაზე, რომ პრობლემის გადაწყვეტის გზა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაა და როგორ გადაწყვეტდა ეს ერთპიროვნული მმართველობის პრობლემას, მეგრელიშვილი პასუხობს, რომ ივანიშვილის დაბრუნება რეალურად, პრობლემას ვერ გადაჭრიდა, თუმცა მოხსნიდა ევროპელების თვალში ოლიგარქიზაციის პრობლემას.

"ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ერთპიროვნული მმართველობის პრობლემას ნამდვილად ვერ გადაჭრიდა. ივანიშვილის დაბრუნება ევროპელების გადმოსახედიდან მოგვიხსნიდა ოლიგარქიზაციის პრობლემას, რადგან მათი გადმოსახედით ოლიგარქიზაცია ნიშნავს არაფორმალურ ზეგავლენას პოლიტიკურ პროცესებში,"- განაცხადა მეგრელიშვილმა.

პარლამენტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტის განხილვას იწყებს. მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ კანონის პროექტზე დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იმსჯელებენ.