ავტორი:

სეულში, ჰელოუინის დღესასწაულზე მომხდარ ტრაგედიას სამხრეთ კორეელი პოპვარსკვლავი ემსხვერპლა

სეულში, ჰელოუინის დღესასწაულზე მომხდარ ტრაგედიას სამხრეთ კორეელი პოპვარსკვლავი ემსხვერპლა

სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში, იტევონის უბანში მომხდარი ჭყლეტვის დროს დაღუპულ 154 ადამიანს შორის ერთ-ერთი კორეაში ცნობილი მომღერალი და მსახიობი ლი ჯიჰანი იყო.

24 წლის ბიჭის გარდაცვალების ამბავი მისმა აგენტებმა დაადასტურეს. ლი ჯიჰანისთვის კორეის გასართობ ინდუსტრიაში პირველი დიდი ნაბიჯი მუსიკალურ კონკურსში - Produce 101 მონაწილეობა იყო.

ის მაყურებელმა კონკურსის მეორე სეზონში იხილა, სადაც 101 ახალგაზრდა მომღერალი იბრძოდა 11-წევრიან ჯგუფში მოსახვედრად. მომღერალი მეხუთე ეპიზოდიდან გამოეთიშა შეჯიბრს.

Produce 101-ის შემდეგ, ჯიჰანმა 2019 წელს, კორეულ სატელევიზიო დრამაში - "Today Was Another Namhyun Day"-ში მიიღო მონაწილეობა.

ტრაგედიასთან დაკავშირებით, კორეის მთავრობამ საყოველთაო გლოვის დღეები გამოაცხადა, რომელიც 5 ნოემბრამდე გაგრძელდება.

ამავე თემაზე:

წყარო: billboard

მოამზადა: ანა სიბოშვილმა