ავტორი:

"ყარაბაღის კონფლიქტი ოდესღაც უნდა დასრულდეს, ნიკოლ ფაშინიანს ამის პოლიტიკური ნება აქვს" - პუტინი

"ყარაბაღის კონფლიქტი ოდესღაც უნდა დასრულდეს, ნიკოლ ფაშინიანს ამის პოლიტიკური ნება აქვს" - პუტინი

ყარაბაღის კონფლიქტი ოდესღაც უნდა დასრულდეს, სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს ამის პოლიტიკური ნება აქვს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე განაცხადა.

მან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ლიდერების რამდენიმე დღის წინ გამართულ ონლაინ შეხვედრაზე ისაუბრა.

"ჩვენ ვხედავთ ჩვენი კოლეგების მიდგომას იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე და ყარაბაღის გარშემო. ეს კონფლიქტი უკვე ათობით წელია გრძელდება, ასე რომ, ოდესღაც უნდა დასრულდეს, ეთანხმებით ამას? ვიცი, რომ თქვენ გაქვთ ამის პოლიტიკური ნება და ჩვენ მას ყველანაირად ვუჭერთ მხარს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ახლა და შემდეგ სამმხრივ ფორმატში უნდა ვიპოვოთ ის ძირითადი მომენტები, რომლებიც მოგვცემს წინსვლის საშუალებას“, - განაცხადა რუსეთის ლიდერმა.

სოჭში ვლადიმერ პუტინისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა გაიმართა. დღესვე სოჭში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების სამმხრივი შეხვედრაც გაიმართება.