ავტორი:

ნორვეგიის არმია გაძლიერებულ საბრძოლო მზადყოფნაში გადადის - "ეს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომს უკავშირდება":რას წერს მედია?

ნორვეგიის არმია გაძლიერებულ საბრძოლო მზადყოფნაში გადადის - "ეს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომს უკავშირდება":რას წერს მედია?

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის იონას გაჰრ სტერეს განცხადებით, ქვეყანაში 1-ელი ნოემბრიდან, შეიარაღებულ ძალები გაძლიერებულ საბრძოლო მზადყოფნაში გადადის. ამის შესახებ EuroWeekly-ი იუწყება.

  • როგორც მედია წერს, შესაბამისი ზომები მიღებულ იქნება უსაფრთხოების გასაძლიერებლად, რაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომს უკავშირდება.

"ჩვენ ვართ უსაფრთხოების პოლიტიკის ყველაზე სერიოზულ ვითარებაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ბრძოლის ველზე რუსეთი ახლა დიდ წინააღმდეგობას გრძნობს, ეს აიძულებს რუსეთს, მიმართოს სხვა საშუალებებს. დღეს ჩვენ არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ რუსეთს სურს პირდაპირ ომში შეიყვანოს ნორვეგია ან სხვა ქვეყნები. ჩვენ ამ ზომას მივმართავთ იმისთვის, რომ ამას არსებული ვითარება მოითხოვს“ , - განაცხადა იონას გაჰრ სტერემ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ნორვეგიის არმიის მზადყოფნის ამჟამად დონე "0"-დან ფაზა "1"-ზე - "მაღალი მზადყოფნაზე" გადადის.