რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ნაწილობრივი მობილიზაცია შეჩერებულია.
სერგეი შოიგუს უწყების ცნობით, ამიერიდან სამხედრო ნაწილები მხოლოდ მოხალისეებისა და კონტრაქტორების მიღებას აპირებენ.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოაცხადა.