ავტორი:

"უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული მასიური სარაკეტო დარტყმები ნაწილობრივ არის პასუხი სევასტოპოლში მომხდარზე" - პუტინი

"უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული მასიური სარაკეტო დარტყმები ნაწილობრივ არის პასუხი სევასტოპოლში მომხდარზე" - პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ორშაბათს უკრაინის ტერიტორიაზე მიტანილი მასიური სარაკეტო იერიში "ნაწილობრივ" იყო პასუხი სევასტოპოლში, შავი ზღვის ფლოტის გემებზე განხორციელებულ თავდასხმაზე.

კერძოდ, კითხვაზე, არის თუ არა უკრაინის ტერიტორიაზე მასიური დარტყმები პასუხი სევასტოპოლის ბოლო მოვლენებზე, პუტინმა უპასუხა : „ნაწილობრივ ასეც არის, მაგრამ ეს არ არის ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგვეძლო“.

შეგახსენებთ, შაბათს მოსკოვმა კიევი შავი ზღვის ფლოტზე თავდასხმაში დაადანაშაულა. მათი მტკიცებით, დრონები სამოქალაქო გემიდან გაუშვეს, რომელიც მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმების ფარგლებში გამოიყენებოდა.