ავტორი:

"ომს ვაწარმოებთ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც სიდიდით 28-ჯერ აღემატება ჩვენს სახელმწიფოს, გაუძლებდნენ სხვა ქვეყნები ასეთ ზეწოლას?" - ზალუჟნი

"ომს ვაწარმოებთ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც სიდიდით 28-ჯერ აღემატება ჩვენს სახელმწიფოს, გაუძლებდნენ სხვა ქვეყნები ასეთ ზეწოლას?" - ზალუჟნი

ჩვენ ვაწარმოებთ ომს ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც სიდიდით 28-ჯერ აღემატება ჩვენს სახელმწიფოს, რომლის მოსახლეობა ჩვენს მოსახლეობაზე ოთხჯერ მეტია, რომლის სამხედრო პოტენციალი რამდენჯერმე აღემატება ჩვენს შესაძლებლობებს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი "ფეისბუქში“ წერს.

მისი თქმით, დღეს ომი მიმდინარეობს ხმელეთზე, ჰაერში, ზღვასა და კიბერსივრცეში.

"გაუძლებდნენ სხვა ქვეყნები ასეთ ზეწოლას? მხოლოდ დღეს მტერმა გამოიყენა Х-101 ტიპის 55 ფრთოსანი რაკეტა და Х -59 ტიპის ერთი მართვადი საჰაერო რაკეტა, S-300 ტიპის 22 ფრთოსანი რაკეტა, Shahid-136-ის ტიპის ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი და ერთი უპილოტო საფრენი აპარატი "ლანცეტ-3”, - წერს ზალუჟნი.

მისი თქმით, უკრაინელები აკავებენ მტერს, აძლიერებენ რეზერვებს, აძლიერებენ თავდაცვას და თანდათანობით ათავისუფლებენ თავიანთ სამშობლოს. "გამარჯვებას ძალიან რთულად ვაღწევთ, მაგრამ აუცილებლად იქნება“, - აღნიშნა ზალუჟნიმ.