ავტორი:

ირანულ "შაჰიდებს“ უკრაინელები თბილისური რაკეტებითაც აგდებენ

ირანულ "შაჰიდებს“ უკრაინელები თბილისური რაკეტებითაც აგდებენ
  • ფოტოზე: "ჰაერი-ჰაერი" კლასის "რ-60მ" ტიპის ორმეტრიანი მართვადი რაკეტა 45 კგ-ს იწონის, აღჭურვილია 3,5 კგ-იანი საბრძოლო ქობინით და 10 კმ-ის სიშორეზე შეუძლია საჰაერო სამიზნის დაზიანება

"რუსმა ოკუპანტებმა უკრაინელებს ბოლო ორი თვეა დიდი პრობლემები შეუქმნეს ირანული “შაჰიდ-131” და “შაჰიდ-136” ტიპის კამიკაძე-დრონებით. ირანული “შაჰიდი”, რომელსაც ძრავად თითქმის ერთი საუკუნის წინანდელი გერმანული ავტომობილის “ფოლკსვაგენ-ხოჭოს” ჩინური კლონი აქვს და მისი ხმა ათი კილომეტრიდანაც კი ისმის, ძნელი ჩამოსაგდები არ არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, მძიმედ აზიანებს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, რადგან რუსი ოკუპანტები ერთი უკრაინული ელექტროსადგურის დასაზიანებლად ერთდროულად ათამდე “შაჰიდს” გზავნიან და უკრაინელებმა ათიდან რვაც რომ ჩამოაგდონ (რაც საუკეთესო შედეგად ჩაითვლებოდა ნებისმიერი ქვეყნის საჰაერო თავდაცვისთვის), დარჩენილი ერთი-ორი კამიკაძე-დრონი თავის შავ საქმეს მაინც აკეთებს”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით: ირანულ "შაჰიდებს“ უკრაინელები თბილისური რაკეტებითაც აგდებენ.

“სოციალურ ქსელებში ვრცელდება თვითმხილველების გადაღებული ეფექტური ვიდეოფირი, რომლებშიც უკრაინული გამანადგურებელი თვითმფრინავი “მიგ-29” ახლო მანძილიდან რაკეტას უშვებს ირანული “შაჰიდის” ჩამოსაგდებად და რაკეტა გასაოცარ მკვეთრ საჰაერო მანევრს ასრულებს და კამიკაძე-დრონს ჰაერშივე “ხსნის”. უკრაინელებმა მორიგი “შაჰიდი” ჩამოაგდეს და ვინ იცის, რამდენ მშვიდობიან მოქალაქეს შეუნარჩუნეს სიცოცხლე, რასაც უკრაინელი პილოტის გარდა, იმ თბილისელ მუშებსა და ინჟინრებსაც უნდა უმადლოდნენ, რომლებმაც თავის დროზე ააწყვეს ეს რაკეტა. ცხრათვიან ომში მნიშვნელოვნად შეთხელებული უკრაინის საჰაერო ძალები გამანადგურებელ, ბომბდამშენ და მოიერიშე თვითმფრინავებზე იყენებენ საბჭოთა პერიოდში თბილისის საავიაციო ქარხანაში სერიულად წარმოებულ “ჰაერი-ჰაერი” კლასის ახლო მანძილზე მოქმედების სითბური დამიზნების ორი ტიპის მართვად რაკეტებს, “რ-60მ”-სა და “რ-73”-ებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამ ტიპის რაკეტები ერთგვარი “პისტოლეტებია” საჰაერო ბრძოლებში აღმოჩენილი პილოტებისთვის, რომლებსაც მათი საშუალებით ახლო მანძილზე შეუძლიათ თავის დაცვა.“რ-60” ტიპის რაკეტების სერიული წარმოება თბილისის საავიაციო ქარხანაში ჯერ კიდევ 1974 წლიდან დაიწყეს და საბჭოთა კავშირის დაშლამდე 30 ათასზე მეტი ასეთი და უფრო გაუმჯობესებული “რ-60მ” ტიპის რაკეტა ააწყვეს. საგულისხმოა, რომ ამ ტიპის რაკეტებს საბჭოთა კავშირში მხოლოდ თბილისის საავიაციო ქარხანა უშვებდა და არა მარტო საბჭოთა სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის, ათასობით ამგვარი რაკეტის საექსპორტო ვარიანტი მსოფლიოს ათობით ქვეყანაში გაიყიდა და მათ ინტენსიურად იყენებდნენ ისრაელ-არაბეთისა და ირან-ერაყის ომებში”, - განაგრძობს გამოცემა.

“1983 წლიდან თბილისის საავიაციო ქარხანამ დაიწყო “ჰაერი-ჰაერი” კლასის ბევრად ძლიერი “რ-73” ტიპის მართვადი რაკეტის სერიული წარმოებაც, რომელიც იმ დროისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ მთელ მსოფლიოში და 40 კილომეტრის სიშორეზეც შეეძლო ჩამოეგდო საჰაერო სამიზნე. თბილისში არანაკლებ 6 ათასი ასეთი რაკეტა ააწყვეს.საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ ზემოხსენებული ორივე ტიპის მართვადი რაკეტების მცირე მარაგი შეხვდა ახალჩამოყალიბებულ ქართულ სამხედრო ავიაციასაც და შესაძლო საჰაერო ბრძოლებში თავის დასაცავად განთავსებული იყო ასევე თბილისის საავიაციო ქარხანაში აწყობილ “სუ-25” ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების ორ განაპირა პილონებზე.გარდა ამისა, აფხაზეთის ომის დროს თბილისის საავიაციო ქარხანაში დამზადდა “ჰაერი-ჰაერი” კლასის “რ-60მ” ტიპის მართვადი რაკეტების მიწიდან გასაშვები დანადგარები მათი საზენიტო რაკეტებად გამოყენების მიზნით. ჩატარდა საგამოცდო სროლები შავი ზღვის სანაპიროზეც, თუმცა შემდგომში ამ მიმართულებით საკონსტრუქტორო სამუშაოები შეწყდა”, - დასძენს გამოცემა.

“მაშინ “რ-60მ” ტიპის რაკეტის ნაცვლად ბევრად ძლიერი სარაკეტოძრავიანი “რ-73”-ები რომ გამოეყენებინათ, “ჰაერი-ჰაერი” კლასის რაკეტა “მიწა-ჰაერი” კლასის საზენიტო რაკეტად წარმატებით “გადანათვლა” შეიძლებოდა და ქართული საჰაერო თავდაცვის სისტემა მნიშვნელოვნად გაძლიერდებოდა (რაც გააკეთეს კიდეც სერბებმა, როდესაც თბილისის საავიაციო ქარხნის გამოშვებული “რ-60მ” და “რ-73” ტიპის რაკეტების გასაშვები სატვირთო ავტომობილებზე დაამონტაჟეს და ნატოს ავიაციის წინააღმდეგაც იყენებდნენ). გააგრძელეთ კითხვა