ავტორი:

უკრაინაში, ოკუპანტებთან ომში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, გურგენ გაგნიძეს სამშობლოში 3 ნოემბერს ჩამოსავენებენ

უკრაინაში, ოკუპანტებთან ომში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, გურგენ გაგნიძეს სამშობლოში 3 ნოემბერს ჩამოსავენებენ

უკრაინაში, ოკუპანტებთან ომში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, გურგენ გაგნიძეს სამშობლოში 3 ნოემბერს ჩამოასვენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ვანო ნადირაძე ავრცელებს. იგი სოციალურ ქსელში გავრცელებულ საკუთარ ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ გურგენ გაგნიძის უკრაინიდან საქართველოში გადმოსვენების პროცესი დაწყებულია.

"3-ში დილით გამთენიისას ჩამოასვენებენ თბილისში და ჩემი თხოვნაა, დახვდეთ. ძალიან მაგარი ბიჭი. ბახმუტთან დაიღუპა, იყვნენ დაზვერვაში და სამწუხაროდ, ჩასაფრებაში მოყვნენ. თანამებრძოლებმა გვითხრეს, რომ ბიჭმა ლომივით იბრძოლა, მაგრამ ძალიან ბევრნი იყვნენ. ძირითადად იქ მობილიზებულია ვაგნერის ხალხი და სერიოზულ ჩასაფრებაში მოყვნენ",- ამბობს ვანო ნადირაძე.

შეგახსენებთ, რომ გურგენ (გუგა) გაგნიძე უკრაინაში ოკუპანტებთან ომში დაღუპული 23-ე ქართველია.