ავტორი:

"პუტინს, სისხლით შეღებილი ხელებით, "დიდი ოცეულის“ სამიტზე მსოფლიო ლიდერებთან დაჯდომის უფლება არ უნდა მიეცეს" - უკრაინის საგარეო უწყება

"პუტინს, სისხლით შეღებილი ხელებით, "დიდი ოცეულის“ სამიტზე მსოფლიო ლიდერებთან დაჯდომის უფლება არ უნდა მიეცეს" - უკრაინის საგარეო უწყება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო „დიდი ოცეულის“ სამიტზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიწვევის გაუქმებას ითხოვს.

"პუტინმა საჯაროდ აღიარა უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობასა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო თავდასხმის ბრძანების გაცემა. სისხლით შეღებილი ხელებით მას არ უნდა მიეცეს უფლება მსოფლიო ლიდერებთან ერთად მაგიდასთან დაჯდეს. პუტინის მიწვევა ბალის სამიტზე უნდა გაუქმდეს და რუსეთი „დიდი ოცეულიდან“ უნდა გაირიცხოს“, - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, „დიდი ოცეულის სამიტი“ ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე, 15-16 ნოემბერს გაიმართება.