ავტორი:

"ახლა შური უნდა იძიონ მაყაშვილების ოჯახზე? მარტო მე მცემს პოლიტიკური ანგარიშსწორების სუნი?" - რას წერს რუსუდან გოცირიძე მსახიობის  გარშემო ატეხილ სკანდალზე?

"ახლა შური უნდა იძიონ მაყაშვილების ოჯახზე? მარტო მე მცემს პოლიტიკური ანგარიშსწორების სუნი?" - რას წერს რუსუდან გოცირიძე მსახიობის  გარშემო ატეხილ სკანდალზე?

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსია რუსუდან გოცირიძე სოციალური ქსელის მეშვეობით ბათუმის დრამატული თეატრის გადაწყვეტილებას ეხმიანება.

როგორც ის წერს, შესაძლოა ამ ამბავს "პოლიტიკური ანგარიშწორების სუნი" ასდიოდეს და მაყაშვილების ოჯახზე ანგარიშწორება სურდეთ,

"ახლა, ჩვენი სამართლიანი აღშფოთებით ( ძალიან აღვშფოთდი და ძალიან ცუდად მოიქცნენ ნამდვილად!!!) უნდა ისარგებლონ და შური იძიონ მაყაშვილების ოჯახზე? იძიეს შური დიდი მაესტროს ლუბიმჩიკის კარიერის დანგრევის გამო?????

არასოდეს არაფერზე ჰქონიათ ასეთი მყისიერი რეაქცია სახელმწიფო წარმომადგენლობას და კულტურის მესვეურებს და უცებ, გუშინდელ ამბავს დღევანდელი სასჯელი მოაყოლეს!!! სიმუხთლეცაა და სიმუხთლეც!!!!!

თუ ვინმე სხვანაირად ხედავთ, თუ ფიქრობთ, რომ დღეს გამოეღვიძა ამ ქვეყანას და ხალხის ხმას დაუგდო ყური, მეც დამანახეთ აბა???? მარტო მე მცემს პოლიტიკური ანგარიშსწორების სუნი?" - წერს გოცირიძე.

ცნობისთვის, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა მსახიობი თამარ მაყაშვილი მის მიერ გაკეთებული დისკრიმინაციული განცხადების გამო სპექტაკლიდან მოხსნა.

თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თეატრი ემიჯნება დასის წევრის თამარ მაყაშვილის მიერ გამოთქმულ შეურაცხმყოფელი შინაარსის გამონათქვამს.

საქმე შეეხება მსახიობის მიერ "იმედზე“ ერთ-ერთ გადაცემაში გაკეთებულ განცხადებას, სადაც მაყაშვილმა "ხულოელი ბავშვი“ დამაკნინებელ კონტექსტში მოიხსენია, რის გამოც მან მოგვიანებით ბოდიში მოიხადა.

ნახეთ ასევე: