ავტორი:

ნიკა გვარამიას გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებას მოსამართლეების მისამართით შეძახილები: "მონებო“ მოჰყვა

ნიკა გვარამიას გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებას მოსამართლეების მისამართით შეძახილები: "მონებო“ მოჰყვა

მონებო! - ამ შეძახილებით შეხვდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის მიერ ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას დარბაზში მყოფი პირები.

კოლეგიის გადაწყვეტილება მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ გამოაცხადა, რასაც დარბაზში ხმაური და შეძახილები მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასარდლოს მიერ მისთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა ძალაში დარჩა. რაც შეეხება ნიკა გვარამიასთან ერთად ბრალდებულებს, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილს, მათ მიმართაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ძალაში დარჩა, რომლის მიხედვითაც, კახაბერ დამენიას 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი.

ასევე იხილეთ: